საქართველო ბელგრადის დეკლარაციას შეუერთდა - კანდიდატი ქვეყნების პარლამენტები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - Palitra News

საქართველო ბელგრადის დეკლარაციას შეუერთდა - კანდიდატი ქვეყნების პარლამენტები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

2026-07-08 20:40:40+04:00

ევროპული ინტეგრაციის გზაზე საპარლამენტო თანამშრომლობის ახალი ფორმატი - ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები პირველად შეიკრიბნენ. კონფერენციის ფარგლებში საქართველო ბელგრადის დეკლარაციას შეუერთდა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში პარლამენტების როლს უსვამს ხაზს.

მონაწილე ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია ყოველწლიურად გაიმართება და კანდიდატ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის მუდმივ პლატფორმად ჩამოყალიბდება. შემდეგი შეხვედრა 2027 წელს მოლდოვაში გაიმართება. ქვეყნის პირველი კანონმდებელი, ევროინტეგრაციის პროგრესზე აქცენტირებს და ამავადროულად, ევროსტრუქტურებს უსამართლობაში ადანაშაულებს. სერბეთში მიმდინარე ვიზიტს აკრიტიკებს ქართული ოპოზიცია.