„ქართული ოცნების“ მისამართით მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიღებულია. ამჯერად ეუთოს საოარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია დაამტკიცა რომლის მიღებასაც ქართული დელეგაცია პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, შემზღუდავი კანონების გაუქმება და არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოძიება- ასეთია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დოკუმენტი მმართველ ძალას ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ქართულ ოცნებაში რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ და რეზოლუციას პოლიტიკურად მოტივირებულსა და უსაფუძვლოს უწოდებენ, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკაფიო საერთაშორისო შეფასებაა და ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს