რა გზავნილებით დასრულდა "ნატოს" ანკარის სამიტი - Palitra News

რა გზავნილებით დასრულდა "ნატოს" ანკარის სამიტი

2026-07-09 09:25:53+04:00

ნატოს სამიტი ალიანსის ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერის გზავნილებით დასრულდა. სამიტის დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი, ე.წ. მეხუთე მუხლისადმი, ურყევი ერთგულება და აღნიშნეს, რომ ალიანსი საერთო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას უცვლელად ინარჩუნებს. დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატოს წევრების თქმით, უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები რჩებიან და კიევის დახმარებას გააგრძელებენ. პარალელურად კი აქტიურად განიხილება ნატოს სამიტზე საქართველოს არ მიწვევის საკითხი.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველო არ არის მიწვეული არც ერთ ფორმატში, სადაც რეგიონის, შავი ზღვის აუზის და ჩვენი სახელმწიფოს ბედი განიხილება. მათი შეფასებით, ქვეყანა იგნორირებულია, რადან დასავლეთი ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან დაახლოებულად ხედავს. საპირისპიროს ამტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“.