ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციას პოლიტიკური მხარეები ეხმაურებიან - Palitra News

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციას პოლიტიკური მხარეები ეხმაურებიან

2026-07-09 12:33:38+04:00

გაყალბებული ფაქტები თუ პოლიტიკური კონსესუსი, რომ საქართველოში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების კუთხით ყველაფერი ცუდადაა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ქვეყნის პოლიტიკურ მხარეებს კვლავ აპირისპირებს. „ქართული ოცნება“, რომლის დელეგაციამაც ეუთოს საპარლამენტო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და უარი თქვა კენჭისყრაზე, აცხადებს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ინტრიგებსა და შურისძიებას. ხელისუფლება ირწმუნება, რომ საუბარი პოლიტიკურ პატიმრებზე, შემზღუდავ კანონებსა და გაყალბებულ არჩევნებზე რეალობას არ შეესაბამება. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“აუცილებლად მოუწევს თავის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ფასის გადახდა.