თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი იმართება.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. სხდომას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დახურულ რეჟიმში ტარდება, ბრალდებული პოლიტიკოსებიც ესწრებიან.