აშშ-ის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და რკინიგზის ხიდებზე დარტყმები სამხედრო დანაშაულია, - ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ირანის საგარეო უწყებამ აშშ-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმები დაგმო.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აშშ-ის ტერორისტული არმიის აგრესიულ თავდასხმას სამხრეთ სანაპირო პროვინციებსა და წმინდა ქალაქ მეშჰედისკენ მიმავალ რკინიგზის ხიდებზე, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყება.
ასევე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ირანელი ხალხი თავისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას დაიცავს.