საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ივნისშიც გაიზარდა და უკვე 7 მილიარდ დოლარს აჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 115 მილიონ 800 ათასი დოლარით გაიზარდა და 7 მილიარდ 12 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა და ამ შესყიდვით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-მდე გაიზარდა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში ჯამურად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 1 მილიარდ 465 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მას შემდეგ, რაც 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია მოახდინა და ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. როგორც უკვე გითხარით, 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა, რითაც მისი წილი სავალუტო რეზერვებში მილიარდ დოლარს გადასცდა.