იტალია რომში რუსეთის საელჩოს ორ სამხედრო ატაშეს ჯაშუშობისთვის აძევებს - Palitra News

იტალია რომში რუსეთის საელჩოს ორ სამხედრო ატაშეს ჯაშუშობისთვის აძევებს

2026-07-09 15:23:25+04:00

იტალია რომში რუსეთის საელჩოს ორ სამხედრო ატაშეს ჯაშუშობისთვის აძევებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ რომში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეები ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

ტაიანიმ რომში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ ატაშეებმა ივან გორბაჩოვმა და მიხაილ ასტახოვმა იტალია სამი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი ატაშეების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი იტალიის სადაზვერვო სამსახურების ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

რომის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის დაზვერვის აგენტს გადასცემდნენ, რომელიც იტალიაში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა.