ეუთო-მ წერტილი დაუსვა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს - ასეთია ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება კრიტიკულ რეზოლუციაზე, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო. ქართული ოცნება, რომლის დელეგაციამაც ეუთოს საპარლამენტო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და უარი თქვა კენჭისყრაზე, აცხადებს, რომ რეზოლუციის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ანტიდემოკრატიული კურსი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი პოლიტიკა, ყურადღების მიღმა არ დარჩება. საკითხს დღეს თავად დოკუმენტის ავტორი ჯო უილსონიც ეხმაურება.