საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა - რას ნიშნავს აღნიშნული საქართველოსთვის - Palitra News

საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა - რას ნიშნავს აღნიშნული საქართველოსთვის

2026-07-09 15:47:31+04:00

საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. მონაწილე ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია ყოველწლიურად გაიმართება და კანდიდატ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის მუდმივ პლატფორმად ჩამოყალიბდება. შემდეგი შეხვედრა 2027 წელს მოლდოვაში გაიმართება