ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის მიერ განხორციელებულ იერიშებს ეხმაურება - Palitra News

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის მიერ განხორციელებულ იერიშებს ეხმაურება

2026-07-09 15:50:06+04:00

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-მა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქ მეშჰედში მიმავალი ხიდები დაბომბა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, დარტყმების შემდეგ თეირანსა და მეშჰედს შორის მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის დღეს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ. ასევე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ ქუვეითში აშშ-ის Patriot-ის თავდაცვის სისტემას, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო საწვავის ავზებს და კატარში სატელიტურ ანტენას დაარტყეს. მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით კი, ბაჰრეინში აფეთქებების ხმა ისმის. მანამდე, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჰაერო განგაში გამოაცხადა.