საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას შეუერთდა - Palitra News

საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას შეუერთდა

2026-07-09 20:30:42+04:00

საქართველოს პარლამენტი შეუერთდა ბელგრადის დეკლარაციას, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატიქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე მიიღეს.

დოკუმენტი სერბეთში გამართული საინაუგურაციო შეხვედრის ფარგლებში დამტკიცდა. ღონისძიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კონფერენცია ყოველწლიურად გაიმართება და კანდიდატ ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის მუდმივ ფორმატად ჩამოყალიბდება. მომდევნო შეხვედრას 2027 წელს მოლდოვა უმასპინძლებს.