„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის ინსტიტუტის ნაცვლად „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნას გეგმავს - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის ინსტიტუტის ნაცვლად „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნას გეგმავს

2026-07-09 20:38:56+04:00

„ნაციონალური მოძრაობა“ მართვის მოდელს ცვლის და თავმჯდომარის ინსტიტუტის ნაცვლად დროებითი „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნას გეგმავს.პარტიაში ყველა არჩევითი თანამდებობის პირის, მათ შორის თინა ბოკუჩავას, უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ წესდება მას სექტემბრამდე დარჩენის უფლებას აძლევდა, პროცესები დაჩქარდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივლისის ბოლოს ყრილობა გაიმართება, სადაც დროებით მმართველ ორგანოს აირჩევენ. მისი ინიციატივით, საბჭოს თავად უხელმძღვანელებს, ხოლო აღმასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.