ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებადმიიჩნევს, ხოლო ოპოზიცია მას საქართველოს დემოკრატიული ვითარების შეფასებად აფასებს.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, რეზოლუციამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტი დააზიანა. მმართველი გუნდის დელეგაციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ოპოზიციის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას ყურადღების მიღმა არ დატოვებენ. დოკუმენტს დღეს მისი ავტორი, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, გამოეხმაურა.