ეკოსერვის ჯგუფმა“ ავტოპარკი განაახლა - გამწვანებული სივრცეების მოვლისთვის 40 ერთეული ტექნიკა შეიძინა - Palitra News

ეკოსერვის ჯგუფმა“ ავტოპარკი განაახლა - გამწვანებული სივრცეების მოვლისთვის 40 ერთეული ტექნიკა შეიძინა

2026-07-09 20:51:36+04:00

თბილისის მერიის განცხადებით, ქალაქის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობისმოვლა-პატრონობის გასაუმჯობესებლად „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი თანამედროვე ტექნიკით განახლდა.

კომპანიამ დაახლოებით 40 ერთეული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა შეიძინა, რაც სამუშაოების ეფექტიანობასა და ოპერატიულობას გაზრდის. განახლებული ავტოპარკი თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ეკოსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ნოზაძემ დაათვალიერეს. მერის განცხადებით, ქალაქში ახალი პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების ზრდასთან ერთად მათი ხარისხიანი მოვლაც აუცილებელია, ხოლო ახალი ტექნიკა ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ავტოპარკს სხვადასხვა ტიპის თვითმცლელები, მიკროავტობუსები, სატვირთოები, მოძრავი სახელოსნოები, ხის გადამრგველი და ბალახის მთესველი ტექნიკა, ასევე 130 ერთეული სამებაღეო მექანიზმი დაემატა.