თამარ მახარაშვილი მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო - Palitra News

თამარ მახარაშვილი მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო

2026-07-09 20:56:10+04:00

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მიმდინარეობას თბილისის ორ საგამოცდო ცენტრში განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გაეცნო.

მინისტრის მოადგილე 177-ე და 191-ე საჯარო სკოლებში გახსნილ ცენტრებს ეწვია, სადაც პირველი და მეორე სესიების მიმდინარეობა დაათვალიერა და აპლიკანტებს წარმატება უსურვა. ვიზიტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე მაჩიტიძეც მონაწილეობდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე 29 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.