ახმეტაში წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს - Palitra News

ახმეტაში წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

2026-07-10 09:22:15+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი „ნუსხით დაცული“ მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სოფელ მატნის მიმდებარედ დაფიქსირდა. მოქალაქე თევზჭერისას ელექტროიარაღს იყენებდა. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.