გურჯაანში, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, გასროლა პოლიციელმა განახორციელა - Palitra News

გურჯაანში, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, გასროლა პოლიციელმა განახორციელა

2026-07-10 12:16:16+04:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, გასროლა პოლიციელმა განახორციელა. ამავე ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად პოლიციელის მამასა და სხვა სოფლის მაცხოვრებლებს შორის მოხდა, შემდეგ კი უკვე პოლიციელი ჩაერია.

მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.