დემოკრატიული უკუსვლა თუ პოლიტიკური შეფასება - ოპოზიციისა და ხელისუფლების განსხვავებული პოზიციები ეუთოს რეზოლუციაზე - Palitra News

დემოკრატიული უკუსვლა თუ პოლიტიკური შეფასება - ოპოზიციისა და ხელისუფლების განსხვავებული პოზიციები ეუთოს რეზოლუციაზე

2026-07-10 12:33:12+04:00

საერთაშორისო ტრიბუნიდან საუბარი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე გრძელდება. ამჯერად ქართული ოცნების ხელისუფლებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას აკრიტიკებს. რეზოლუციაში რომელიც ასამბლეამ მიიღო საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლების, შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობაზე. კრიტიკა არ გაიზიარა ქართულმა ოცნებამ, მმართველმა გუნდმა დოკუმენტს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების უგულებელყოფას გააგრძელებს, შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლიტიკური იზოლაცია, შეფერხდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, და დაზიანდეს ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი.