შავი ზღვის სტრატეგია და საქართველო — რა საკითხებს განიხილავენ ევროკავშირის მინისტრები ბრიუსელში - Palitra News

შავი ზღვის სტრატეგია და საქართველო — რა საკითხებს განიხილავენ ევროკავშირის მინისტრები ბრიუსელში

2026-07-10 15:37:57+04:00

13 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან და უკრაინაში ომს, ახლო აღმოსავლეთის ვითარებასა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიას განიხილავენ. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს, უკრაინის საკითხის განხილვამდე კი მინისტრები ანდრიი სიბიჰასაც შეხვდებიან. დღის წესრიგში შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების შეფასებაც იქნება. ევროკავშირის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა ქვეყნის მიერ ევროკავშირის გზაზე დაბრუნებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შავი ზღვის უსაფრთხოების მინისტერიალზე, რომელშიც რეგიონის პარტნიორები მონაწილეობდნენ, საქართველო მიწვეული არ ყოფილა.