სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს, ერთადერთი რამ ვიცი, რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არა აქვს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს, ერთადერთი რამ ვიცი, რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არა აქვს

2026-07-10 19:37:52+04:00

ერთადერთი რამ ვიცი, რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არა აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ძლიერი-საქართველო ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და აცხადებს, რომ „ყველას დრო დადგება“.

„არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს, ერთადერთი რამ ვიცი, რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არა აქვს და ვინც მონაწილეობს ამ განაჩენების გამოტანაში, ვინც დღეს არცხვენს სიტყვა სამართალს და სასამართლოს, ყველასი დრო დადგება და ყველა ინანებს საკუთარ ლაჩრობას. დიდ ცოდვას ჩადიან, იციან და მაინც!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.