თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც მანდატურის თანამშრომლებმა მისი ქმედება აღკვეთეს, შემდეგ კი პოლიტიკოსი სამართალდამცავებმა დააკავეს. ელისაშვილს ბრალდება ტერორისტული აქტის მცდელობისა და კიდევ ერთ ეპიზოდზე ტერორისტული აქტის მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოპოზიცია განაჩენს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აფასებს, მმართველი გუნდი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს.