შემოდგომაზე გაირკვევა, როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და ვინ გახდება თავმჯდომარე - Palitra News

შემოდგომაზე გაირკვევა, როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და ვინ გახდება თავმჯდომარე

2026-07-10 20:44:17+04:00

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული ცვლილებების პროცესი გრძელდება. ივლისის ბოლოს დაგეგმილ ყრილობაზე დროებითი მართვის ორგანოს არჩევა იგეგმება, რეფორმატორთა საბჭოს ხელმძღვანელობას მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაიბარებს. პარტიის ნაწილის შეფასებით, ცვლილებები ორგანიზაციის გაძლიერებასა და განახლებას ემსახურება. ამავე დროს, მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ სააკაშვილის ინიციატივას წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს.