13 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან - Palitra News

13 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან

2026-07-11 12:35:34+04:00

13 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგია იქნება. მინისტერიალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს, ხოლო უკრაინის საკითხის განხილვამდე მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას შეხვდებიან. დღის წესრიგში შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებაც შედის. ევროკავშირის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ქვეყნის მიერ ევროკავშირის გზაზე დაბრუნებაზეა დამოკიდებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შავი ზღვის უსაფრთხოების მინისტერიალზე, რომელშიც რეგიონის პარტნიორები მონაწილეობდნენ, საქართველო მიწვეული არ ყოფილა. ოპოზიციის შეფასებით, ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკას საქართველოსთვის უდიდესი პრობლემები მოაქვს, რაც პირდაპირ აისახება ევროკავშირთან ურთერთობებში.