რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას - Palitra News

რა სტრატეგია აქვს ოპოზიციას

2026-07-11 12:35:56+04:00

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია უცვლელია - „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“. მისი თქმით, მხოლოდ განცხადებები შედეგს ვერ მოიტანს და ყველა უნდა დაფიქრდეს, რა მიზნისთვის იბრძვის. ნიკა გვარამიას განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მოწოდება - „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ - ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. პრემიერის განცხადებით, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეაფასონ, რა სამართლებრივი კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს მსგავს განცხადებებს.