ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი აშშ-ს არ ენდობა - Palitra News

ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი აშშ-ს არ ენდობა

2026-07-11 14:24:46+04:00

ირანი აშშ-ს არ ენდობა, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

„ჩვენ ამერიკელებს არ ვენდობით. მოლაპარაკებების დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ნათლად განვუცხადე, რომ ჩვენ მათ არ ვენდობით“, - განაცხადა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.

მისი თქმით, ირანი არ დანებდება და საკუთარი თავის დასაცავად მზადებას გააგრძელებს.

„მიმაჩნია, რომ აშშ-სთან მოლაპარაკება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ომისთვის მზად არის“, - აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.