4 ოქტომბრის საქმე - ვინ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირი - Palitra News

4 ოქტომბრის საქმე - ვინ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირი

2026-07-11 15:21:25+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა. როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ის საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს. დაკავებულს ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. გამოძიება ასევე მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან“ - ნათქვამია ინფორმაციაში