პოლიციის მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუამ, რომელსაც მისი მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა.
სიგუა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
რაც შეეხება მის წინააღმდეგ ბრალდებებს, თავდაპირველად მისმა მეუღლემ სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
ამასთან, სიგუას ელექტრონული სამაჯური შეაბეს.