თბილისში დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირი იმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავები იღებენ. მათ შორის ქართველი ტიტულოვანი სპორტსმენები: მერაბ დვალიშვილი, გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გივი მაჭარაშვილი და ვლადიმერ გამყრელიძე. ჯამში სრული ქარდი 12 ბრძოლისგან შედგება, აქედან სამი ტიტულისთვის იქნება. ქარდის მთავარი ბრძოლა კი მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის გაიმართება.