გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს. უწყების ცნობით, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ძლიერი ნალექი 13 ივლისის დილამდეა მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნულისააგენტო მოქალაქეებს აფრთხლებს რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე ისევ წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს