ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-მა 11 ივლისს თბილისში ღონისძიება ჩაატარა, სადაც ხუთი ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა. ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 24-მა საუკეთესო სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა. ქართველმა მებრძოლებმა:
გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩიგაშვილმა მოწინააღმდეგე მებრძოლები დაამარცხეს. „RAF Georgia“-ს მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის შედგა, ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე ანგარიშით - 11:8-ით დაამარცხა.