პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაკანონიერი შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ეგვიპტის მოქალაქე დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.