ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ირანზე დარტყმების მესამე რაუნდი დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეუტია. საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ტერიტორიებზე. დარტყმებიდან რამდენიმე საათში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს პასუხობდნენ.