ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ის კიდევ უფრო დამაჯერებლადგაიმარჯვებდა. მისი თქმით, დემოკრატები კი სასოწარკვეთილები არიან და არ სურთ სიმართლის აღიარება. თეთრი სახლის ლიდერი აცხაებს, რომ მან გამარჯვება მოიპოვა მაშინ, როდესაც პრესა მის შესახებ მხოლოდ ნეგატიურ და ყალბ ამბებს ავრცელებდა. მისი მტკიცებით ამ მედიასაშუალებების რეიტინგი მცირდება.