უამინდობამ თელავის გარდა რამდენიმე სოფელი დააზარალა - მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰექტრობით ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა - Palitra News

უამინდობამ თელავის გარდა რამდენიმე სოფელი დააზარალა - მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰექტრობით ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა

2026-07-12 15:58:12+04:00

უამინდობამ თელავის გარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სოფლებში: წინანდალი, კისისხევი და კურდღელაური ხევები ადიდდა. უხვმა ნალექმა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰექტრობით მსხმოიარე ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ.