თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ვიდეოკადრები მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ცეცხლი თავდაპირველად რამდენიმე სართულის სიმაღლეზე გავრცელდა, თუმცა მისი ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა მალევე შეძლეს. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგაებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.