ჩინეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს , ქარიშხლის გავრცელების არეალიდან თითქმის ორი მილიონი ადამიანი ევაკუირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ტაფუნი „ბავი“ უკვე შესუსტდა და ძლიერი ტროპიკული შტორმის კატეგორიაში გადავიდა, ის კვლავაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას თანდათან კიდევ უფრო შესუსტდება. რეგიონში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, სამუშაო საქმიანობა და ყველა გარე აქტივობა. ასევე გაუქმდა 400 ავიარეისი და ათეულობით სარკინიგზო რეისი. ქალაქ ვენჭოუში, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.