13 ივლისს, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს - Palitra News

13 ივლისს, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

2026-07-12 16:48:41+04:00

13 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.