პარტია “თავისუფლების მოედანი” ეროვნული რეგიონული კამპანიის “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში სამეგრელოს რვავე მუნიციპალიტეტს ეწვია - Palitra News

პარტია “თავისუფლების მოედანი” ეროვნული რეგიონული კამპანიის “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში სამეგრელოს რვავე მუნიციპალიტეტს ეწვია

2026-07-13 09:22:25+04:00

პარტია “თავისუფლების მოედანი” ეროვნული რეგიონული კამპანიის “საქართველოს გულისთვის” ფარგლებში სამეგრელოს რვავე მუნიციპალიტეტს ეწვია. კამპანიისას პარტიის ლიდერებმა 8 ქალაქი, 7 სოფელი, ბალდის კანიონი და ენგურის ხეობა მოიარეს. პარტიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში გაიმართა 10-მდე საჯარო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. თავისუფლების მოედანი კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ ძირითად კრიზისულ მიმართულებებებად ასახელებს - ოკუპაციის ხაზთან ცხოვრებასა და საბაზისო სერვისების არარსებობას.