ტაიფუნმა ჩინეთის აღმოსავლეთი სანაპირო დააზარალა - Palitra News

ტაიფუნმა ჩინეთის აღმოსავლეთი სანაპირო დააზარალა

2026-07-13 09:26:58+04:00

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. სტიქიის გამო ხელისუფლებამ ორ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, გაუქმებულია ასობით ავიარეისი და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლის ნაწილი. გადაუღებელმა წვიმამ და ქარიშხალმა დატბორა ქუჩები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები, ხოლო სანაპირო რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მეტეოროლოგები მოსახლეობას მეწყრებისა და წყალდიდობის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და აცხადებენ, რომ ტაიფუნის შესუსტების მიუხედავად, ძლიერი ნალექი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.