რა გამოხმაურება მოჰყვა კაია კალასის მწვავე განცხადებას პრემიერის მხრიდან - Palitra News

რა გამოხმაურება მოჰყვა კაია კალასის მწვავე განცხადებას პრემიერის მხრიდან

2026-07-13 15:25:40+04:00

ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა პრაქტიკულად შეწყვეტილია და მხარდაჭერის მთავარ ადრესატად ქართველ ხალხს განიხილავს. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნები იმ გზებზე მსჯელობენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპული პერსპექტივის რწმენას შეუნარჩუნებს. განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის 20 პროცენტზე არ აღიარებს, კაია კალასი ქვეყნის მთლიან სუვერენიტეტს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ხელისუფლების შეფასებით, ე.წ. ევრობიუროკრატები საქართველოში ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერებას მიზანმიმართულად ცდილობენ.