ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. ქართული FARA-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მესამე მხარედ ჩაერთვება. შესაბამისი მოთხოვნით კომისარმა თავად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც შუამდგომლობა უკვე დააკმაყოფილა. საქმე საიას სარჩელს ეხება, რომელიც უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს ასაჩივრებს. ორგანიზაციის პოზიციით, აღნიშნული კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას ზღუდავს, რაც ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.