უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აძლიერებს - Palitra News

უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აძლიერებს

2026-07-13 15:37:40+04:00

უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს აძლიერებს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო ოპერაციის ფარგლებში შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებითა და საზღვაო დრონებით დარტყმები სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე აზოვის ზღვაში განლაგებულ ათ ნავთობტანკერსა და ოთხ ბორანზე განხორციელდა. კიევის ცნობით, ეს ობიექტები სამხედრო ტვირთებისა და სანქციების გვერდის ავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ემსახურებოდა. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია ტოკმაკის მიმართულებით მოძრავი საწვავით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა და ლენინგრადის ოლქში მდებარე „ნოვატეკის“ ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი.