ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის ნებართვა გასცა - Palitra News

ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის ნებართვა გასცა

2026-07-13 17:48:07+04:00

იურისტ ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„რიყის დოქები დაინგრევა და აქ სასტუმრო/კაზინო/რესტორნები აშენდება. კალაძის მერიამ დანგრევის ნებართვა უკვე გასცა. ეს ძალიან მსხვილმასშტაბიანი კორუფციაა - საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად უფასოდ ,,დათრევა”,- წერს ირაკლი აბესაძე.