ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

2026-07-13 20:06:18+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის წინ შეხვდა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებმა ჭეშმარიტად სტრატეგიულ დონეს მიაღწია და ეს დიდწილად პრეზიდენტ მაკრონის პირადი ძალისხმევის დამსახურებაა. დეტალურად განვიხილეთ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის საჭიროებები. მნიშვნელოვანია უკრაინის გაძლიერება, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ევროპის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარების დაჩქარება. საფრანგეთს ის შესაძლებლობები და მოწინავე ტექნოლოგიები აქვს, რაც დახმარებისთვის არის საჭირო. ამასთან დაკავშირებით ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.