ე.წ. ქართული FARA-ს საქმეზე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა კომისარი მესამე მხარედ ჩაერთვება - Palitra News

ე.წ. ქართული FARA-ს საქმეზე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა კომისარი მესამე მხარედ ჩაერთვება

2026-07-13 20:45:01+04:00

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. ქართული FARA-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მესამე მხარედ ჩაერთვება. შესაბამისი შუამდგომლობა კომისარმა წარადგინა, რომელიც სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა. საქმე საიას სარჩელს ეხება, რომლითაც უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი გასაჩივრებულია. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას ზღუდავს და ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიმართულებით სერიოზულ შეკითხვებს აჩენს.