ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, ხელისუფლება ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფორმატის გადახედვას არ გამორიცხავს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ურთიერთობის მომავალი ეუთოს შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ორგანიზაცია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პროცესის ნაწილად იქცა. მათი შეფასებით, ამ პროცესში ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები, სანქციების მუქარა, შანტაჟი და სხვადასხვა ფორმის ზეწოლა გამოიყენება.