იურისტ ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მისი ცნობით, მერიამ დანგრევის ნებართვა უკვე გასცა, ტერიტორიის ადგილზე კი სასტუმროს, კაზინოსა და რესტორნების მშენებლობა იგეგმება. აბესაძე მიიჩნევს, რომ პროექტი მაღალი კორუფციული რისკის შემცველია და ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საინვესტიციო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად უფასოდ გადაცემას უკავშირდება. ჯერჯერობით თბილისის მერიას ამ საკითხზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.