საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს - Palitra News

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

2026-07-13 20:50:17+04:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მან ქადაგებით მრევლს მიმართა, მოციქულთა ღვაწლზე ისაუბრა, ილია მეორე გაიხსენა და მორწმუნეები დალოცა. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა აღნიშნა, რომ თორმეტი მოციქულის ხსენება სვეტიცხოველში განსაკუთრებული პატივით აღინიშნება. სვეტიცხოვლობა მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში წელიწადში ორჯერ - 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს - აღინიშნება.