ოპოზიციური ალიანსი კამპანიას „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ ახალი გეგმით აგრძელებს - Palitra News

ოპოზიციური ალიანსი კამპანიას „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ ახალი გეგმით აგრძელებს

2026-07-13 20:53:04+04:00

ოპოზიციური ალიანსი კამპანიას - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ახალი სამოქმედო გეგმით აგრძელებს. გაერთიანების წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან, ყოველდღიურ პრობლემებს ისმენენ და შესაძლო გამოსავალზე მსჯელობენ. ოპოზიციაში ასევე პროტესტის გაგრძელებასა და საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი ამოცანა ერთიანი მოქმედებაა. პარალელურად, საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიით მოქმედებას აგრძელებენ პარტია „ძლიერი საქართველო“ და გიორგი გახარიას გუნდი, რომლის წევრებიც მმართველ პარტიას პარლამენტშიც აკრიტიკებენ.